ბონუჩი: "მილანს ჯერ არაფრისთვის მიუღწევია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბონუჩი: "მილანს ჯერ არაფრისთვის მიუღწევია"


ბონუჩი:
"მილანის" ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი, მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა მუშაობა უნდა გააგრძელოს და მიღწეულით არ დაკმაყოფილდეს.

"კარგი სამი ქულა მოვიპოვეთ, რომელმაც მადა კიდევ უფრო უნდა აღგვიძრას.

ჩვენ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია! უკვე მომდევნო დღიდან სატურნირო ცხრილი უნდა დავივიწყოთ და მუშაობა გავაგრძელოთ", - აღნიშნა "როსონერის" ახალმა კაპიტანმა.

სერია ა-ს მეხუთე ტურში "მილანმა" შინ "სპალი" 2:0 დაამარცხა და 5 ტურის შემდეგ მოპოვებული 10 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ლეონარდო ბონუჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები