ბაიერნი მილინკოვიჩ-სავიჩით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნი მილინკოვიჩ-სავიჩით დაინტერესდა


ბაიერნი მილინკოვიჩ-სავიჩით დაინტერესდა
რომის "ლაციოს" შემტევი ნახევარმცველი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მოხვდა.

იტალიური გამოცემა "Calciomercato" იტყობინება, რომ რომაული კლუბის სერბი შემტევით "რეკორდმაისტერის" თავკაცი კარლო ანჩელოტია დაინტერესებული.

ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, გერმანულმა გრანდმა იტალიაში სკაუტები უკვე გაგზავნა, რათა ისინი სერგეის თამაშს დააკვირდნენ.

"ლაციოს" უნივერსალური ნახევარმცველი გასულ სეზონში ჩინებულად გამოიყურებოდა და არაერთი ევროპული ტოპ-კლუბის ყურადღება მიიქცია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები