ბარსელონა ლაიფციგის მცველით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა ლაიფციგის მცველით დაინტერესდა


ბარსელონა ლაიფციგის მცველით დაინტერესდა

კატალონიის "ბარსელონამ" "ლაიფციგის" ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, დაიო უპამეკანოს, დაუმიზნა.

კატალონიური გამოცემა "Mundo Deportivo" იტყობინება, რომ "ბლაუგრანა" 18 წლის ფრანგ უკანა ხაზელს აკვირდება და მის გადაბირებას გაისად ეცდება.

"ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას დაცვის ხაზის გაახალგაზრდავება სურს და უპამეკანო ერთ-ერთი ალტერნატივაა.

დაიო უპამეკანო "ლაიფციგმა" ამ წლის ზამთარში "ზალცბურგიდან" დაიმატა და ბუნდესლიგაში 17 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები