კვერკველიას გოლმა ლოკომოტივს ვერ უშველა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კვერკველიას გოლმა ლოკომოტივს ვერ უშველა


კვერკველიას გოლმა ლოკომოტივს ვერ უშველა
რუსეთის თასზე ქართული გოლი კი გავიდა, მაგრამ ჩვენებურების გუნდები შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ.

სოლომონ კვერკველიას მოსკოვის ლოკომოტივი პირველიგელ სამარის კრილია სოვეტოვს ხვდებოდა და ორჯერ აგებდა თამაშს. რკინიგზელებს ძირითად დროში მხსნელად ქართველი ფეხბურთელი მოევლინა, რომელმაც მსაჯის მიერ კონპენსირებულ მე-2 წუთზე დამატებით დროში თამაში გადაიყვანა. თუმცა, ლოკომოტივმა მაინც ვერ შეინარჩუნა ფავორიტის სტატუსი და 2:3 დამარცხდა.

ჯიმი ტაბიძის უფა პირველი დივიზიონის აუტსაიდერ ოლიმპიეცს სტუმრობდა და დიდი ხნის განმავლობაში აგებდა. უფელებმა მატჩის დამატებით დროში გადაყვანა მსაჯის მიერ კონპენსირებული დროის მე-3 წუთზე მოახერხეს და ბოლოს შეხვედრა პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც უკეთ ოლიმპიეცის ფეხბურთელებმა შეასრულეს.

შედგა ქართული დერბიც: მოსკოვის არარატი, რომლის რიგებში ირაკლი კვეკვესკირი ირჯება, შინ დაუხვდა გიორგი ნავალოვსკის ხაბაროვსკის სკა ენერგია და 1:2 დამარცხდა.

ასე რომ, რუსეთის თას მერვედფინალური ეტაპიდან მხოლოდ სკა ენერგია და მოსკოვის სპარტაკი შემორჩა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები