სარაგოსამ პაპუნაშვილის გოლით მოიგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სარაგოსამ პაპუნაშვილის გოლით მოიგო


სარაგოსამ პაპუნაშვილის გოლით მოიგო
თავისი პირველი ესპანური გოლი გაიტანა გიორგი პაპუნაშვილმა _ ჩვენებურმა თავი ესპანეთის თასზე გამოიჩინა.

ესპანეთის სამეფო თასზე სარაგოსამ ლუგოს უმასპინძლა და 1:0 მოიგო. მატჩის ერთადერთი გოლი ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზეა, რომელმაც სრულად ჩაატარა შეხვედრა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ჰუფნაგელის ნიურნბერგი შინ დაუხვდა ბოხუმს. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროისთვის ანგარიში 2:1 იყო, ხოლო საბოლოოდ, ნირნბერგმა 3:1 მოიგო და მეორე ბუნდესლიგის ცხრილში მე-4 საფეხურამდე აღზევდა.

რუმინეთის ჩემპიონატში ნიკა ძალამიძის იუვენტუსი სტუმრად 0:3 დამარცხდა ვიტორულთან. ჩვენებური სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

იუვენტუსი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები