რონალდომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა


რონალდომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

"რონალდუსა და ბენზემას ერთად ყოფნა რეალისთვის ძალიან დიდი პლიუსია. ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს საგოლე გადაცემებით ამარაგებს და თვითონაც იტანს.

მათ გარდა, რეალს კიდევ ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც გოლების გატანა შეუძლიათ, ამიტომ ამის პრობლემა ნაკლებადაა", - აცხადებს რონალდო.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდუ მოქმედი ოქროს ბურის მფლობელია. დიდია ალბათობა, რომ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელიც ის გახდება.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები