რაკიტიჩი: "ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო, როცა ნეიმარმა ბარსელონა დატოვა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაკიტიჩი: "ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო, როცა ნეიმარმა ბარსელონა დატოვა"


რაკიტიჩი:
კატალონიის "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ნეიმარის "პსჟ"-ში გადასვლას გამოეხმაურა.

"ჩემთვის ძალიან რთული გადასატანი იყო, როცა ნეიმარმა ბარსელონა დატოვა, რადგან ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და პიროვნებაა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნეიმარი ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერსონაა, ვინც კი ოდესმე მინახავს.

თუმცა პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას და წარმატებებს ვუსურვებ ახალ გუნდში", - აცხადებს რაკიტიჩი.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, პარიზელებმა ბრაზილიელი ფეხბურთელი 222 მილიონ ევროდ იყიდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები