უცნობი ფაქტი: რა მოხდა პსჟ-ს გასახდელში, კავანისა და ნეიმარის ინციდენტის შემდეგ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უცნობი ფაქტი: რა მოხდა პსჟ-ს გასახდელში, კავანისა და ნეიმარის ინციდენტის შემდეგ?


უცნობი ფაქტი: რა მოხდა პსჟ-ს გასახდელში, კავანისა და ნეიმარის ინციდენტის შემდეგ?
"ლიონთან" შეხვედრაში მცირე ინციდენტი მოხდა. "პსჟ"-ს შემტევებმა ნეიმარმა და კავანიმ ვერ გადაწყვიტეს, თუმცა ვინ დაარტყამდა პენალტს.

ესპანური პრესის დადასტურებული ინფორმაციით, მატჩის შემდეგ, გასახდელში ნეიმარმა თანაგუნდელების მიმართ საჯარო ბოდიში მოიხადა და ყველაფერი დაიბრალა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა იუნაი ემერიმაც გააკეთა.

"მატჩის დასრულებისთანავე, ძალიან დიდი ემოციები წამოვიდა და ეს თემა დისკუსიის საგანი გახდა, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს კარგ განწყობას ხელს არ უშლის. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა", - აცხადებს ემერი.

6 ტურის შემდეგ, "პსჟ"-ს 18 ქულა აქვს და საფრანგეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები