დორტმუნდი ზაფხულში მეკარით გაძლიერებას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დორტმუნდი ზაფხულში მეკარით გაძლიერებას აპირებს


დორტმუნდი ზაფხულში მეკარით გაძლიერებას აპირებს

დორტმუნდის "ბორუსიის" ხელმძღვანელები მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მეკარით გაძლიერებას შეეცდებიან.

Bild-ის ცნობით, გერმანელთა ინტერესთა სფეროში "კიოლნის" გოლკიპერი - ტიმო ჰორნია. დორტმუნდის მთავარი მწვრთნელი გუნდის ამჟამინდელი გოლკიპერით, რომან ბურკის კმაყოფილი არ არის, ასე რომ, ეს მეკარე შემდეგ ზაფხულში ან გუნდს დატოვებს, ან სათადარიგოთა სკამს მიაშურებს.

რაც შეეხება რომან ვაიდენფელერს, ვეტერანი გოლკიპერი სულ მალე საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდი" ტიმო ჰორნის გარდა, კევინ ტრაპის გადაბირებითაც ინტერესდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები