არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი გორეცკასთვის იბრძოლებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი გორეცკასთვის იბრძოლებენ


არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი გორეცკასთვის იბრძოლებენ
გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველი, ლეონ გორეცკა ერთდროულად ორი ინგლისური გრანდის ინტერესთა სფეროში მოექცა.

გერმანული გამოცემა BILD იუწყება, რომ ლონდონის "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მოთამაშის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებიან.

"შალკე" თავის მხრივ მაქსიმალურად ცდილობს, რომ გერმანელი მოთამაშე შეინარჩუნოს. გელზენკირხენელებმა ფეხბურთელს რეკორდული ხელფასიც კი შესთავაზეს.

აღსანიშნავია, რომ გორეცკას შეძენით სხვა სუპერგრანდებიც არიან დაინტერესებულნი, რომელთა შორის აღსანიშნავია: "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა", "ბაიერნი" და "იუვენტუსი"

თავად გორეცკამ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის "ბაიერნში" ან "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს.

შეგახსენებთ, რომ გორეცკას "შალკესთან" 2018 წლამდე გათვლილი კონტრაქტი აკავშირებს დ თუ ის ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის, მაშინ გერმანელები მოთამაშის გაყიდვას დათანხმდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები