მესამე წრე ქართული დერბით დასრულდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესამე წრე ქართული დერბით დასრულდება


მესამე წრე ქართული დერბით დასრულდება
დღეს, ხვალ და ზეგ საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე წრის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება. სატურნირო ცხრილში სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ყველა მატჩს თავისი მნიშვნელობა აქვს.

კოლხეთი-დინამო (ბთ)
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
არბიტრი: ბ. ნინუა; პირველი ასისტენტი: ი. უკლება; მეორე ასისტენტი; დ. გაბისონია; მეოთხე მსაჯი: ი. ხერხაძე
დისკვალიფიკაცია: ამოს ნონდი (კოლხეთი)

ორივე გუნდი გადათამაშების ზონაშია და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ამიტომაც ორივე გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდებათ. ეს განსაკუთრებით კოლხეთს ეხება, რომელსაც უკან შუქურას სუნთქვა ესმის და შესაძლოა, გადათამაშების გარეშეც აღმოჩნდეს ქვედა ლიგაში.

საბურთალო-შუქურა
თბილისი. პეტრო არენა
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი; პირველი ასისტენტი: დ. ჩიგოგიძე; მეორე ასისტენტი: ზ. ფიფია; მეოთხე მსაჯი: გ. ყრუაშვილი

საბურთალოს შანსი გაუჩნდა ევროზონაში მოსახვედრად იბრძოლოს და ამის გამოყენებას აპირებენ. ამასთან, ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში არიან _ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. პლუს, საკმაოდ უხვგოლიანი მატჩები ჩაატარეს და მაყურებელსაც ძალიან ასიამოვნეს.

შუქურას მდგომარეობაა კი რთულად არის _ გიორგი შაშიაშვილის გუნდი გამოკვეთილი აუტსაიდერია. თუმცა, ბოლო მატჩებში ბრძოლიუნარიანობა გამოამჟღავნეს, მაგრამ ეს ქულებში ჯერ ვერ აისახა.

ლოკომოტივი-ჩიხურა
თბილისი. მიხეილ მესხი 2
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი; პირველი ასისტენტი: კ. სადილიანი; მეორე ასისტენტი: მ. კუპატაძე; მეოთხე მსაჯი: ჯ. ხორავა;
დისკვალიფიკაცია: ნოდარ ქავთარაძე, გიორგი გაბედავა (ორივე ლოკომოტივი);

უშუალო კონკურენტების მატჩი საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა და შესაბამისად შეხვედრის შედეგს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ამასთან, ორივე კლუბი ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის.

ვნახოთ ვისი აჯობებს _ უფრო ახალგაზრდული ლოკომოტივის, თუ უფრო გამოცდილი ჩიხურასი.

დილა-სამტრედია
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი; პირველი ასისტენტი: ლ. თოდრია; მეორე ასისტენტი: გ. ელიკაშვილი; მეოთხე მსაჯი: ბ. გლუშჩუკი
დისკვალიფიკაცია: გივი ქარქუზაშვილი (დილა)

საინტერესო უნდა გამოდგეს ეს მატჩიც. გორელებმა გასულ ტურში მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს და გადათამაშების ზონას თავი დააღწიეს და ახლა მის შენარჩუნებაზე უნდა იფიქრონ. საამისოდ, ქულების დაკარგვას არ აპირებენ, მითუფრო, რომ მომავალ მატჩს კარგი განწყობით უნდა ხვდებოდნენ.

თავისმხრივ კარგ ფორმაშია სამტრედიაც, რომელსაც ამ წრეში არ წაუგია და საჩემპიონოდ აგრძელებენ ბრძოლას.

ტორპედო-დინამო (თბ)
ქუთაისი. რამაზ შენგელია
არბიტრი: პ. მაჭარაძე; პირველი ასისტენტი: ლ. ვარამიშვილი; მეორე ასისტენტი: ზ. მენთეშაშვილი; პირველი დამატებითი ასისტენტი: ა. ნონიკაშვილი; მეორე დამატებითი ასისტენტი: გ. ავაზაშვილი; მეოთხე მსაჯი: გ. ვარდიძე;
დისკვალიფიკაცია: თორნიკე კაპანაძე, ანრი ჭიჭინაძე (ორივე ტორპედო);

ამ მატჩზე რა უნდა ვთქვათ... ქართული საფეხბურთო სამყარო ყველაზე მეტად ამ გუნდების შეხვედრას ელოდება. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქართული დერბი გაიმართება.

რამდენიმე ტურის წინ დინამოს ჩემპიონობა თითქმის განაღდებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო 2 ტურია ისე ცუდად ითამაშეს, რომ მეტოქეს შანსი დაუტოვეს. ამასთან, მატჩი ქუთაისშია, სადაც მასპინძლებს გულშემატკივართა მრავალიცხოვანი არმია დაუჭერს მხარს, რათა მათი საყვარელი გუნდი საჩემპიონო რბოლას არ გამოეთიშოს.

თავის მხრივ მობილიზაციას შეეცდება დინამოც. კახი კაჭავას გუნდი ამ მატჩში წარმატების შემთხვევაში უშულო კონკურენტს ფაქტობრივად ჩამოიშორებს.

სატურნირო ცხრილი:
1.დინამო (თბ) 26 18 3 5 64-22 57
2.ტორპედო 26 15 6 5 39-20 51
3.სამტრედია 26 15 6 5 41-26 51
4.ლოკომოტივი 26 13 3 10 47-35 42
5.ჩიხურა 26 12 4 10 34-40 40
6.საბურთალო 26 12 4 10 41-29 40
7.დილა 26 7 7 12 31-39 28
8.დინამო (ბთ) 26 8 2 16 22-42 26
9.კოლხეთი 26 4 7 15 23-48 19
10.შუქურა 26 2 6 18 23-64 12

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები