მატიეს ზაფხულში მარსელი ეპატიჟებოდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატიეს ზაფხულში მარსელი ეპატიჟებოდა


მატიეს ზაფხულში მარსელი ეპატიჟებოდა

ლისაბონის "სპორტინგის" მცველმა, ჟერემი მატიემ განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს მოლაპარაკებებს "მარსელთან" აწარმოებდა.

გარდა ამისა, ფრანგი უკანახაზელის თქმით, ბავშვობაში პროვანსალელთა რიგებში თამაში უნდოდა.

"მარსელის" მწვრთნელ რუდი გარსიასთან საუბარი მქონდა", - ციტირებს მატიეს სიტყვებს SFR Sport.

"დამირეკა და მითხრა, რომ გუნდში ჩემი ხილვა სურდა. თუმცა, ამის შემდეგ არაფერი კონკრეტული არ ყოფილა. ტრანსფერი არ შედგა".

"ბავშვობაში "მარსელს" ვგულშემატკივრობდი, ამ კლუბის ღირსების დაცვა მინდოდა", - დასძინა "ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები