ბარსელონა ზამთარში გორეცკას შეძენას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა ზამთარში გორეცკას შეძენას აპირებს


ბარსელონა ზამთარში გორეცკას შეძენას აპირებს
"შალკეს" ნახევარმცველ ლეონ გორეცკასთვის ბრძოლაში, რომელიც 2018 წლის 30 ივნისს შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს, "ბარსელონა" "ბაიერნის" დამარცხებას გეგმავს.

კატალონიელებს გერმანიის ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელის შეძენა იანვარში უნდათ. ტრანსფერი 10-15 მილიონ ევროდ ფასდება, იტყობინება El Mundo Deportivo.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა როგორც თავად გორეცკას, ისევე მის აგენტ იორგ ნოიბაუერს უკვე რამდენიმეჯერ დაეკონტაქტა.

სავარაუდოდ, ზამთარში "ბლაუგრანა" რომელიმე ნახევარმცველს შეელევა - საუბარია არდა თურანზე, ანდრე გომეშსა და რაფინიაზე.


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები