შიკი 2 კვირას გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შიკი 2 კვირას გამოტოვებს


შიკი 2 კვირას გამოტოვებს

"რომას" ახალგაზრდა თავდამსხმელი, პატრიკ შიკი, დაზიანების გამო ორ კვირას გამოტოვებს.

21 წლის ჩეხმა, რომელიც "მგლებმა" ამ ზაფხულს "სამპდორიადან" დაიმატეს, კუნთის ტრავმა "ვერონასთან" სადებიუტო შეხვედრაში მიიღო.

რომაული კლუბის ინფორმაციით, პატრიკს გამოჯანმრთელებისათვის 15 დღე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გუნდს მხოლოდ ოქტომბრიდან დაეხმარება.

შიკი "უდინეზეს", "ყარაბახისა" და "მილანის" წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაიწყება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა პატრიკ შიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები