დორტმუნდის ბორუსია ზაფხულში ახალი მეკარის ყიდვას ეცდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დორტმუნდის ბორუსია ზაფხულში ახალი მეკარის ყიდვას ეცდება


დორტმუნდის ბორუსია ზაფხულში ახალი მეკარის ყიდვას ეცდება

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მიზანი გაისად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ახალი მეკარის დამატება იქნება.

ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "ყვითლები" რომან ვაიდენფელერის შემცვლელს ეძებენ, რომელიც 37 წლისაა და მისი კონტრაქტი გაისად იწურება.

გარდა ამისა "ბორუსიას" ხელმძღვანელობა არც რომან ბიურკის თამაშით არის კმაყოფილი და შესაძლოა შვეიცარიელმა მომდევნო წლის ზაფხულიდან სათადარიგო სკამზე გადაინაცვლოს.

ამ მომენტისათვის დორტმუნდელები "კიოლნის" გოლკიპერ ტიმო ჰორნსა და "პსჟ-ს" კარის დარაჯ კევინ ტრაპს აკვირდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები