ბაიერმა ალარიო გაიფორმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერმა ალარიო გაიფორმა


ბაიერმა ალარიო გაიფორმა

"რივერ პლეიტის" ცენტრალური თავდამსხმელი, ლუკას ალარიო, ლევერკუზენის "ბაიერის" მოთამაშე ოფიციალურად გახდა.

აგვისტოში გერმანულმა კლუბმა 24 წლის არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერი დაადასტურა. მის სანაცვლოდ "ფარმაცეპტებმა" 24 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მოგვიანებით არგენტინული კლუბის ხელმძღვანელობამ, ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციის დახმარებით, ტრანსფერი გაასაჩივრა და ალარიოს სანაცვლოდ უფრო მეტი თანხა მოითხოვა.

დღეს კი "ბაიერის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა, რომ ფიფამ "რივერ პლეიტის" მოთხოვნა გადადო და ლუკასს გერმანიაში თამაშის უფლება მისცა.

არგენტინელი ფორვარდი "ბაიერის" რიგებში უკვე ოფიციალურად ჩაირიცხა და მისი კონტრაქტი 2022 წლამდე ამოქმედდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები