შტუტგარტის ბაზაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შტუტგარტის ბაზაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს


შტუტგარტის ბაზაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

გერმანული "შტუტგარტის" სავარჯიშო ბაზაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვნეს.

ავტორიტეტული გერმანული ტაბლოიდი "Bild" იტყობინება, რომ ნახევარ-საუკუნოვანი ასაფეთქებელი მოწყობილობა კლუბის დამხმარე პერსონალმა, ერთ-ერთი სავარჯიშო მოედნის გაზონის შეცვლისას, აღმოაჩინა.

ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ, ბომბი შეამოწმეს და დაადგინეს, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბია.

შტუტგარტის ბაზაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

"ეს საკმაოდ მძიმე, 50 კილოგრამი წონის, ბომბია, მექანიკური დეტონატორით", - აღნიშნა "შვაბების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, კატია ლამპმა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, "შტუტგარტის" საშინაო არენის რეკონსტრუქციისას 34 ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა ნაპოვნი.
ასევე იხილეთ თემაზე:
შტუტგარტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები