ჯეკო: "კოლაროვი ჩემი რეკომენდაციით მოვიდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯეკო: "კოლაროვი ჩემი რეკომენდაციით მოვიდა"


ჯეკო:

"რომას" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ, აღნიშნა, რომ ალექსანდრ კოლაროვის ტრანსფერი მისი ინიციატივა იყო.

"კოლაროვთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებთ. მონჩის მისი დამატება სწორედ მე ვურჩიე და პრაქტიკულად ამ ტრანსფერის ინოვატორი გამოვდექი", - აღნიშნა ბოსნიელმა ფორვარდმა.

ედინ ჯეკო და ალექსანდრ კოლაროვი თავის დროზე ერთად "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდნენ, ახლა კი რომაული კლუბის რიგებში ასპარეზობენ.

31 წლის სერბი მარცხენა მცველი "მგლებმა" ამ ზაფხულს 5 მილიონ ევროდ შეიძინეს და კოლაროვმა სერია ა-ს 4 თამაშში 1 გოლთან ერთად 3 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები