ალტაფინი: "ნაპოლი პეპის ბარსას მაგონებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალტაფინი: "ნაპოლი პეპის ბარსას მაგონებს"


ალტაფინი:

"მილანის", "ნაპოლისა" და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა ჟოზე ალტაფინიმ, მაურიციო სარის გუნდი შეაქო.

"ბოლო 10 წლის განმავლობაში პეპ გვარდიოლას "ბარსელონაზე" ვიყავი შეყვარებული და "ნაპოლის" სახით როგორც იქნა ვიპოვე გუნდი, რომელიც იმ "ბარსას" ჰგავს

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნეაპოლელთა ზოგიერთი მოთამაშე უბრალოდ ფლეისთეიშენის მონაწილეა. "იუვე"? მათგან მხოლოდ დიბალაა დარჩენილი. დაცვის ხაზი სერიოზულად ვარდება, იგუაინი კი ფორმაში არ არის.

"ნაპოლის" კი დიდებული განაპირა მცველები და საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც სკუდეტოსთვის სერიოზულად იბრძოლებს", - აღნიშნა ალტაფინიმ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი ჟოზე ალტაფინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები