ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისათვის ნომინანტები დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისათვის ნომინანტები დაასახელა


ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისათვის ნომინანტები დაასახელა

2017 წლის საუკეთესო მწვრთნელი მწვრთნელის ჯილდოსათვის ზინედინ ზიდანი ("რეალი"), ანტონიო კონტე ("ჩელსი") და მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსი") იბრძოლებენ.

ფიფას ოფიციალურმა ვებ-საიტმა ფინალური სამეული დღეს გამოაქვეყნა და გამარჯვებულის ვინაობა 23 ოქტომბერს ლონდონის დაჯილდოვებაზე გახდება ცნობილი.

ზინედინ ზიდანმა გასული სეზონი ისტორიული დუბლით დაასრულა. "სამეფო კლუბმა" ესპანეთის ლა ლიგა მოიპოვა და ამავდროულად გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ტიტული დაიცვა.

ანტონიო კონტემ ლონდონის "ჩელსის" ორწლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგა მოაგებინა, ალეგრიმ კი "იუვესთან" ერთად საშინაო დუბლი (სერია და კოპა იტალია) გაიფორმა და აგრეთვე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

გამოკითხვაში მონაწილეების კატეგორია ორ ნაწილად იყოფა: ხმების 50% ფიფას ქვეყნების ეროვნული ნაკრებების მთავარ მწვრთნელებსა და კაპიტნებზე მოდის, ხოლო დანარჩენი 50% ქომაგებსა და 6 კონტინენტის 200 ჟურნალისტზე.

აქვე იხილეთ: ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის საბოლოო სამეული წარადგინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები