ჰოფენჰაიმმა ბიჩაკჩიჩი და დემირბაი დაკარგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰოფენჰაიმმა ბიჩაკჩიჩი და დემირბაი დაკარგა


ჰოფენჰაიმმა ბიჩაკჩიჩი და დემირბაი დაკარგა

"ჰოფენჰაიმი" მომდევნო თამაშებს ორი ძირითადი მოთამაშის, ერმინ ბიჩაკჩიჩისა და კერემ დემირბაის, გარეშე ჩაატარებს.

"სოფლელების" ბოსნიელმა მცველმა ევროპის ლიგის თამაშში, შინ "ბრიუგეს" წინააღმდეგ (1:2), მუხლის დაზიანება მიიღო და მინიმუმ ერთი თვის გამოტოვება მოუწევს.

რაც შეეხება გერმანელ ნახევარმცველს, მას ბარძაყის პრობლემები აქვს და გუნდის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანის განცხადებით, 2-4 კვირას გამოტოვებს.

ბუნდესლიგის საწყისი 5 ტურის შემდეგ "ჰოფენჰაიმს" 11 ქულა აქვს მოგროვებული და მესამე პოზიციაზე იმყოფება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ერმინ ბიჩაკჩიჩი კერემ დემირბაი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები