ფინბოგასონმა ოცნების კლუბი და ტურნირი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფინბოგასონმა ოცნების კლუბი და ტურნირი დაასახელა


ფინბოგასონმა ოცნების კლუბი და ტურნირი დაასახელა

"აუგსბურგისა" და ისლანდიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ალფრედ ფინბოგასონმა, თავის ოცნებებზე ისაუბრა.

"როდესაც კარგ ფორმაში ხარ ყველაფერი კარგად მიდის და ბედნიერი ხდები. ახლა "აუგსბურგიც" მშვენიერ ფორმაშია და თამაში მეც მიმდის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის ჩემი ოცნების კლუბი იყო და მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მეც ვიასპარეზო", - განაცხადა 28 წლის ფინბოგასონმა.

ალფრედ ფინბოგასონმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი ჩინებულად დაიწყო და საწყის 5 თამაშში 4 ბურთის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
აუგსბურგი ალფრედ ფინბოგასონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები