რამ განაპირობა ბარსელონას პროგრესი? - 4 ფაქტი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამ განაპირობა ბარსელონას პროგრესი? - 4 ფაქტი


რამ განაპირობა ბარსელონას პროგრესი? - 4 ფაქტი
ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ გასული სეზონის შემხედვარე, 2017 წლის სტარტზე, ლა ლიგის 5 ტურის შემდეგ, "ბარსელონა" "რეალზე" 7 ქულით წინ იქნებოდა.

ლიონელ მესიმ 5 ტურში 9 გოლი გაიტანა და გუნდს წინ უძღვება. ასევე, "ბარსელონამ" "ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსი" 3:0 დაამარცხა.

ცხადია, რომ "რელთან", სუპერთასზე ნაჩვენები შედეგის შემდეგ, გუნდმა რადიკალურად მოუმატა თამაშის ხარისხს.

MARCA იმ ფაქტორების შესახებ წერს, რამაც "ბარსელონას" პროგრესი განაპირობა.

1. დაცვა
სამუელ უმტიტი და ხერარდ პიკე ერთმანეთთან უფრო შეთამაშდნენ. ასევე, შესანიშნავად ასპარეზობს ნელსონ სემედუც, რომელიც ერთდროულად თავდასხმაშიც ერთვება და უკანა ხაზსაც აკონტროლებს. ამრიგად, ამ ეტაპისთვის ვალვერდეს უკანა ხაზში პრობლემა არ აქვს, ჯერ-ჯერობით ასე ჩანს.

2. სათადარიგო სკამი
"ხეტაფესთან" მატჩში ერნესტო ვალვერდემ სათადარიგო სკამიდან მატჩში დენის სუარესი და პაულინიო ჩართო. სწორედ მათ გაიტანეს ორი გოლი და გუნდს 3 ქულა მოუტანეს. ამგვარად, "ბარსელონას" სათადარიგო სკამი გასულ სეზონთან შედარებით ოდნავ მომჯობინდა. ასევე, ორივე ფეხბურთელმა მომდევნო ტურშიც შეძლო გოლის გატანა.

3. ვალვერდე
MARCA ფიქრობს, რომ ერნესტო ვალვერდე გუნდს შეეწყო და მისმა ტაქტიკურმა ხედვებმა პროგრესი განაპირობა. ესპანელს მცირე პერიოდი დასჭირდა იმისთვის, რომ ადაპტაცია გაეარა და ახალი გუნდი საბოლოოდ აეთვისებინა.

4. მესი
არგენტინელი შესანიშნავ ფორმაშია, რამაც ნამდვილად განაპირობა გუნდის პროგრესი. ახალ სეზონში მას ლიგაზე 2 გოლი აქვს, ლა ლიგაში კი 9. ექვს შეხვედრაში მესიმ 11 გოლის გატანა მოახერხა. ასევე, ერთი გოლი მან "რეალთანაც" გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები