ზიდანი: "ახლა ვარ უბედურების მომტანი, ხო?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "ახლა ვარ უბედურების მომტანი, ხო?"


ზიდანი:

შაბათს, "რეალი" ლა ლიგის მატჩში "ალავესს" სტუმრად ხვდება (18:15).

მატჩის წინ ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.

"ახლა ვარ უბედურების მომტანი, ხო?" - ასე დაიწყო ზიდანმა პრესკონფერენცია, როდესაც მას "რეალის" ცუდ სტარტზე დაუსვეს შეკითხვა.

"აქამდე კარგი იღბალი მქონდა... ახლაც ვფიქრობ, რომ კარგი იღბალი მაქვს, არ ინერვიულოთ.

სიმართლე გითხრათ, იღბალზე ხშირად არ ვფიქრობ და ყველაზე კარგი ის არის, რომ ხვალ თამაში გვაქვს. ეს არის შანსი იმის, რომ ყველაფერი სწრაფად შევცვალოთ", - განაცხადა ზიდანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები