ჩიჩარიტო: "ვესტ ჰემში მარცხენა მცველად ვითამაშებ, თუ მწვრთნელი ასე მეტყვის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩიჩარიტო: "ვესტ ჰემში მარცხენა მცველად ვითამაშებ, თუ მწვრთნელი ასე მეტყვის"


ჩიჩარიტო:

"ვესტ ჰემის" მექსიკელმა თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა ანუ ჩიჩარიტომ, საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ჩემთვის მთავარი მიზანი გოლების გატანა არასდროს ყოფილა. ჩემი მიზანია, რომ წარმატებულად გამოვიდეს ის გუნდი, სადაც ვთამაშობ, მე კი წვლილი შევიტანო ამ წარმატებაში.

პოზიციებზეც არ მაქვს პრობლემა. მარცხენა მცველად ვითამაშებ, თუ მწვრთნელი ასე გადაწყვეტს. ვითამაშებ ჩამშლელის და ვინგერის პოზიციაზეც.

კარგია, რომ ვვითარდები, ამას მეც ვატყობ. პრემიერ ლიგაში ადაპტაცია უკვე დიდი ხანია გავლილი მაქვს", - აცხადებს "ვესტ ჰემის" ფორვარდი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები