დეულოფეუ და სემედუ ჟირონასთან ვერ ითამაშებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დეულოფეუ და სემედუ ჟირონასთან ვერ ითამაშებენ


დეულოფეუ და სემედუ ჟირონასთან ვერ ითამაშებენ

კატალონიის "ბარსელონას" მოთამაშეები - ჟერარდ დეულოფეუ და ნელსონ სემედუ "ჟირონასთან" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ დეულოფეუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სემედუ კი ოპტიმალურ ფორმაშია, მაგრამ მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, ადაც "ბარსელონას" მეტოქე "სპორტინგი" იქნება.

დეულოფეუს პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 5 მატჩი აქვს ნათამაშები, რომლებშიც მან 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, სემედუს აქტივში კი 3 მატჩში 1 ასისტია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები