ბილიჩი: "კეროლის ახალი კონტრაქტი მხოლოდ მის ფორმაზეა დამოკიდებული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბილიჩი: "კეროლის ახალი კონტრაქტი მხოლოდ მის ფორმაზეა დამოკიდებული"


ბილიჩი:

ლონდონის "ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი, სლავენ ბილიჩი თავისი გუნდის ინგლისელ თავდამსხმელზე, ენდი კეროლზე და მის ახალ კონტრაქტზე საუბრობს.

"ენდის კონტრაქტში კიდევ 2 წელი დარჩა, თუმცა ამ სეზონში მისთვის კარგ ფორმაში ჩადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. თუ ჩვენ ახალ კონტრაქტზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობას არ მოიცავს. ის შედეგიანი უნდა იყოს", - განაცხადა სლავენ ბილიჩმა.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე სეზონში ენდი კეროლი მოედანზე გასვლას ხშირად ვერ ახერხებს. მას რეგულარული ტრავმები აქვს.

პრემიერ ლიგის 5 ტურის შემდეგ, "ვესტ ჰემი" სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა და ჭორების თანახმად, კლუბში ბილიჩის გადაყენებაზე უკვე საუბრობენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები