მიულერი: "ბაიერნმა ვოლფსბურგს 1 ქულა აჩუქა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მიულერი: "ბაიერნმა ვოლფსბურგს 1 ქულა აჩუქა"


მიულერი:

მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელმა თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა "ვოლფსბურგთან" ნათამაშები ფრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვოლფსბურგი 1 ქულას ჩვენი შეცდომების გარეშე ვერანაირად აიღებდა, ასე რომ, ეს 1 ქულა მათ ჩვენ ვაჩუქეთ. მეორე ტაიმში ჩვენ 3 სუპერმომენტი გვქონდა, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა.

დაცვაში ჩვენ ორჯერ დავუშვით შეცდომა და "ვოლფსბურგმა" ეს კარგად გამოიყენა.

შალკესთან და მაინცთან მატჩების შემდეგ, ჩვენ უკან გადავდგით ნაბიჯი.", - განაცხადა მიულერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები