ჟარდიმი: "4:0 ლილში - დიდებული შედეგია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟარდიმი: "4:0 ლილში - დიდებული შედეგია"


ჟარდიმი:

"მონაკოს" მთავარი მწვრთნელი, ლეონარდო ჟარდიმი, "ლილთან" გასვლითი გამარჯვებით ძალიან კმაყოფილია.

"ჩვენი მიზანი იყო, რომ სამი ქულა მოგვეპოვებინა. გუნდმა საკმაოდ სერიოზული მატჩი ჩაატარა და ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ.

ახლა კი მოვიდა დრო, რომ "პორტუსთან" მატჩისათვის მოვემზადოთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მომდევნო თამაშია.

ჩვენ საკმაოდ კარგ შედეგს მივაღწიეთ. "ლილის" სტუმრად 4:0 დამარცხება - დიდებული შედეგია!", - აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა 7 ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა და "პსჟ-ს" დაეწია, რომელიც დღეს სტუმრად "მონპელიეს" დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
მონაკო ლეონარდო ჟარდიმი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები