ბოში: "წლის საუკეთესო ახალგაზრდად პულიშიჩი უნდა დასახელდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოში: "წლის საუკეთესო ახალგაზრდად პულიშიჩი უნდა დასახელდეს"


ბოში:

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, პიტერ ბოში, მიიჩნევს, რომ კრისტიან პულიშიჩი 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე უნდა გახდეს.

"ეს პრიზი პულიშიჩმა უნდა მიიღოს. ის უკვე წლებია დიდებულ ტალანტად ითვლება და "ბორუსიაში" მოსვლამდეც კარგად ვიცნობდი. ახლა კი უკვე საკუთარი თვალით ვხედავ, რომ კრისტიანი განსაკუთრებული ბიჭია", - აღნიშნა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

პულიშიჩი "Golden Boy-ს" ჯილდოს ერთ-ერთი პრეტენდენტია, მაგრამ მას კილიან მბაპეს, გაბრიელ ჟეზუსის, ჯანლუიჯი დონარუმას, უსმან დემბელესა და სხვების სახით საკმაოდ სერიოზული კონკურენტები ჰყავს.

19 წლის ამერიკელმა ვინგერმა მიმდინარე სეზონში 7 თამაში ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები