კაფუ: "იუვენტუსი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაფუ: "იუვენტუსი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში"


კაფუ:

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი, ლეგენდარული კაფუ, მიიჩნევს, რომ ტურინის "იუვენტუსი" გასულ წელთან შედარებით გაძლიერდა.

"ჩემი აზრით, "იუვენტუსი" გასულ სეზონთან შედარებით უფრო ძლიერი გახდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა 2 მნიშვნელოვანი მოთამაშე დაკარგა.

ამავდროულად, "იუვენტუსი" ისევე, როგორც "ნაპოლი", ადრინდელი კონცეფციით აგრძელებენ თამაშს. სეზონი ორივე კლუბმა წარმატებით დაიწყო და კარგ ფეხბურთს აჩვენებენ.

"ნაპოლი" არის გუნდი, რომელსაც ყველა მხარს უჭერს და იმედი აქვთ, რომ ეს გუნდი საბოლოოდ რაღაცას მიაღწევს. "იუვენტუსი" კი ყოველთვის ცდილობს, რომ ჩემპიონატი კარგად დაიწყოს და ქულათა მაქსიმუმი მოიპოვოს. ტურინელებისთვის ქულების წართმევა ძალიან რთულია", - აღნიშნა კაფუმ.

უკვე 6 წელია სკუდეტოს ტურინული გრანდი იგებს და სერია ა-ს ახალი სეზონის 5 ტურის შემდეგ ცხრილს ნეაპოლური კლუბი 15 ქულით ლიდერობს. "იუვესაც" 15 ქულა აქვს, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო ერთი ადგილით უკან იმყოფება.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი კაფუ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები