სანჩესი: "ბარეზი ჩემი კუმირია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სანჩესი: "ბარეზი ჩემი კუმირია"


სანჩესი:

ლონდონის "ტოტენჰემის" ახალწვეულმა, დავიდსონ სანჩესმა, თავის კუმირად ლეგენდარული იტალიელი მცველი, ფრანკო ბარეზი, დაასახელა.

"ჩემი კუმირი ფრანკო ბარეზია - იტალისაა და "მილანის" ლეგენდარული მცველი. მე ზედმეტად ახალგაზრდა ვარ იმისათვის, რომ მისი თამაში ცოცხლად მენახა, მაგრამ "მილანის" გამორჩეულ დაცვაზე ძალიან ბევრი მსმენია.

იუთუბზე ვიდეოებს ვუყურე და რამდენიმე ვიდეორგოლი გადმოვწერე, რათა რაღაცეები მესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა განსხვავებული ეპოქაა, ბარეზისა და პაოლო მალდინის ვიდეოებისგან მაინც ბევრ რამეს მიიღებ.

ისინი არამხოლოდ ბრწყინვალედ იცავდნენ თავს, არამედ ბურთს საოცრად კომფორტულად ფლობდნენ", - აღნიშნა 21 წლის კოლუმბიელმა.

დავიდსონ სანჩესი ინგლისურმა კლუბმა ამ ზაფხულს ამსერდამის "აიაქსიდან" სარეკორდო 40 მილიონ გირვანქა-სტერლინგად შეიძინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები