მონჩი: "რომა სკუდეტოსთვის იბრძვის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონჩი: "რომა სკუდეტოსთვის იბრძვის"


მონჩი:

"რომას" სპორტული დირექტორი, მონჩი, მიიჩნევს, რომ მის გუნდს იტალიის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

"ახლა "ნაპოლი" და "იუვენტუსი" სერია ა-ში ყველას აღემატებიან, მაგრამ ვფიქრობ, "რომაც" მათი კონკურენტია და ჩვენ სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ. ზაფხულში ჩინებული სამუშაო შევასრულეთ.

სანამ სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნებოდა, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ სერიოზული ცვლილებები გაგვეხორციელებინა. ეუსებიო დი ფრანჩესკო სიტუაციას იდეალურად უმკლავდება. თითოეული მოთამაშე მზად უნდა იყოს, ვინაიდან სეზონი გრძელია.

ძალიან რთულია იმის თქმა თუ სად ვიქნებით სეზონის ბოლოს. მჯერა, რომ გუნდი განვითარებას გააგრძელებს და სეზონის სტარტიდან პროგრესი უკვე ჩანს.

არ ვიცი სკუდეტოს მოგებას მოვახერხებთ თუ არა, მაგრამ ამბიციურები ვართ და მაქსიმუმს გავაკეთებთ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

იტალიის სერია ა-ს საწყისი 5 ტურის შემდეგ "რომას" 9 ქულა აქვს მოგროვებული და მხოლოდ მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა მონჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები