VIDEO: ტოტენჰემმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 იმარჯვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: ტოტენჰემმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 იმარჯვა


VIDEO: ტოტენჰემმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 იმარჯვა

პრემიერ ლიგის მე-6 ტურის მატჩში "ტოტენჰემი" სტუმრად "ვესტ ჰემს" შეხვდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

34-ე წუთზე ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა, 4 წუთში კი ინგლისელმა დუბლი გაიფორმა.

მე-60 წუთზე კრისტიან ერიქსენმა სხვაობა სამამდე გაზარდა და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვიტა.

თუმცა "ვესტ ჰემი" არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა. მასპინძლებმა 2 გოლის გატანა მოახერხეს და შეხვედრა ბოლომდე სანახაობრივი გახადეს.

65-ე წუთზე გოლი ჩიჩარიტომ გაიტანა, 87-ე წუთზე კი კუიატემ.

საბოლოოდ ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემმა" იმარჯვა. პოჩეტინოს გუნდი დროებით პრემიერ ლიგის მე-3 პოზიციაზე დამკვიდრდა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები