4 პუნქტი, საიდანაც დორტმუნდი დემბელეს ტრანსფერიდან 40 მილიონ ევროს მიიღებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

4 პუნქტი, საიდანაც დორტმუნდი დემბელეს ტრანსფერიდან 40 მილიონ ევროს მიიღებს


4 პუნქტი, საიდანაც დორტმუნდი დემბელეს ტრანსფერიდან 40 მილიონ ევროს მიიღებს

Football Leaks-მა ოუსმან დემბელეს ბონუსური სისტემის დეტალები გამოაქვეყნა.

"ბარსელონამ" 20 წლის ფრანგის სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაიხადა და ბონუსური სისტემით დამატებით 40 მილიონ ევროს გადაიხდის.

ცნობილია, რომ გუნდს რეალურად 105 მილიონი ევროს ნაცვლად 70 მილიონი ევრო გადაუხდია და დანარჩენ 35 მილიონ ევროს შემდეგი წლის ივნისში დაფარავს.

რაც შეეხება ბონუსური სისტემის 40 მილიონს, ის შემდეგნაირად გადანაწილდა.

5 მილიონი ევრო - იმ შემთხვევაში, თუ დემბელე 25 ოფიციალურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. კიდევ 5 მილიონი ევრო 50 მატჩზე, კიდევ 5 მილიონი ევრო 75 მატჩზე და კიდევ 5 მილიონი ევრო 100 მატჩზე. ანუ, როდესაც დემბელე "ბარსელონაში" 100 მატჩს ჩაატარებს, "დორტმუნდი" 20 მილიონ ევროს მიიღებს ჯამში.

თუ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, "დორტმუნდი" 5 მილიონ ევროს მიიღებს. მეორე ლიგის თასზე კიდევ 5 მილიონ ევროს, მესამეზე არაფერს.

დარჩა 10 მილიონი ევრო, 40-დან. "დორტმუნდი" ამ თანხას შემდეგ 2 წელში მიიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე გავა გერმანულმა გუნდმა 5 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, მეორე წელს კიდევ 5 მილიონი ევრო. რა თქმა უნდა, თუ დემბელე განაცხადში იქნება.

ამრიგად, 40 მილიონი ევრო ასე შეიკრა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები