5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი


5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი

საფეხბურთო საიტი Goal.Ge გთავაზობთ ბლოგს, სადაც გაეცნობით იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ინგლისის პრემიერ ლიგის ზედიზედ 17-ზე მეტ სეზონში აქვთ გოლები გატანილი.

რამენიმე ხნის წინ ეს მიღწევა "ბორნმუთის" ვეტერანმა თავდამსხმელმა, ჯერმეინ დეფომ მიითვალა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისელმა ფორვარდმა თავისი საფეხბურთო კარიერის გარკვეული ნაწილი ამერიკაში, MLS-ში გაატარა.

რაიან გიგზი

5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მოთამაშემ მთელი თავისი კარიერა მხოლოდ და მხოლოდ "იუნაიტედში" გაატარა. ამპლუით ნახევარმცველისთვის და ზოგჯერ შემტევი ნახევარმცველისთვის გოლების გატანა წარმოუდგენელი საქმე ნამდვილად არ გახლდათ. რაიან გიგზმა თავისი კარიერის მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური 672 შეხვედრაში მოირგო, რომლებშიც მან საერთო ჯამში 114 გოლის გატანა შეძლო. გიგზმა პრემიერ ლიგის 21 სეზონში შეძლო გოლის გატანა და ამ შედეგით ის რეკორდსმენია.

უელსელი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის ყველ დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახლავთ. "მანჩესტერული" 34-წლიანი კარიერის განმავლობაში გიგზს ბევრი რთული მომენტიც ჰქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში მისი სახელი "წითელი ეშმაკების" ფანებს ყოველთვის ემახსოვრებათ და ისინი გიგზს ყოველთვის ლეგენდარულ მოთამაშესთან გააიგივებენ.

პოლ სქოულზი

5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი

კიდევ ერთი ინგლისელი ლეგენდა, რომელიც თავისი ყუმბარისებული დარტყმით იყო ცნობილი. სქოულზი რაიან გიგზის მსგავსად, მთელი კარიერის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა. "წითელი ეშმაკების" მაისურით პოლ სქოულზი სულ 107 გოლის ავტორი გახდა. სქოულზიც და გიგზიც იმ ნახევარმცველთა კატეგორიას განეკუთვნებიან, რომლებსაც პრემიერ ლიგაში საკმაოდ ბევრი გოლი აქვთ გატანილი.

ძალიან საინტერესო იყო სქოულზის დაბრუნება 2011-12 წლებში, როცა ინგლისელმა ლეგენდამ თავის გოლებს კიდევ 5 დაუმატა და ეს გახდა მისი მე-19 სეზონი, როცა მან პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში გოლის გაქვითვა მოახერხა.

ჯონ ტერი

5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი

მსგავს სიაში ცენტრალურ მცველს ალბათ არავინ ელოდა, თუმცა ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული დამცველი, ჯონ ტერი ყოველთვის გამოირჩეოდა გოლების გატანით. ის განეკუთვნება ისეთი მცველების კატეგორიას, რომლებიც ბრწყინვალედ ერთვებიან შეტევებში და თავიანთი გუნდისთვის შეტევაშიც პროდუქტიულები არიან.

თითქმის არ ყოფილა სეზონი, რომელიც ტერის გოლის გარეშე დაუსრულებია. ყოფილა შემთხვევები, როცა ინგლისელი დამცველი 10-15 გოლზეც ასულა. ტერიმ კარიერა ლონდონის "ჩელსიში" დაიწყო, შემდეგ ერთწლიანი არენდით "ნოტინგემ ფორესტში" ასპარეზობდა. ამ ზაფხულს, ტერიმ გადაწყვიტა, რომ "ჩელსისთვის" საჭირო აღარ იქნებოდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "ასტონ ვილას" შეუერთდა.

ჯერმეინ დეფო

5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი

როგორც უკვე მოგახსენეთ, დეფომ ამ ბრწყინვალე დამსახურებას სულ ახლახანს მიაღწია. ინგლისელმა ვეტერანმა ფორვარდმა "ბორნმუთის" მაისურით "ბრაიტონის" კარი დალაშქრა და ეს გამოდგა მისი მე-18 სეზონი პრემიერ ლიგაში, როცა ინგლისელმა მოთამაშემ გოლის გატანა მოახერხა.

დეფოს კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ლონდონის "ტოტენჰემში" აქვს გატარებული. ის ლონდონური კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. საუკეთესო სეზონში დეფომ პრემიერ ლიგის ეგიდით 18 გოლის გატანა მოახერხა. დეფო ტიპური ცენტრფორვარდი არასდროს ყოფილა, თუმცა ის ყოველთვის ჩნდებოდა იქ, სადაც საჭირო იყო. გოლის ალღო არც ახლა აქვს ინგლისელს დაკარგული და მისგან პრემიერ ლიგაში მორიგ გოლებს კვლავ ელიან.

ფრენკ ლამპარდი

5 მოთამაშე, რომლებსაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 17 ან მეტ სეზონში აქვთ გატანილი გოლი

ინგლისური ფეხბურთის და მსოფლიოს ლეგენდა. ფრენკი რამდენიმე დღის წინ სტივენ ჯერარდთან ერთად ინგლისის დიდების დარბაზის წევრი გახდა და ოფიციალურად გახდა ლეგენდა. 

ფრენკმა კარიერა ლონდონურ "ვესტ ჰემში" დაიწყო და გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე თავის თაობაში. ლონდონის "ჩელსის" და პრემიერ ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ბობმარდირმა თავისი კარიერის ბოლოს "ნიუ იორკში" ითამაშა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლონდონის "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ, მისი ხმაურიანი დაბრუნება მოხერხდა "მანჩესტერ სიტიში", რომლის რიგებშიც ფრენკმა სულ 6 გოლის გატანა მოახერხა და იმ გუნდებს შორის, რომლებსაც ინგლისელმა ლეგენდამ გაუტანა, "ჩელსიც" აღმოჩნდა...

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები