შევჩენკომ მორატა შეაქო: "ის პრემიერ ლიგას შესანიშნავად შეეწყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შევჩენკომ მორატა შეაქო: "ის პრემიერ ლიგას შესანიშნავად შეეწყო"


შევჩენკომ მორატა შეაქო:

"მილანისა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ ლონდონური კლუბის შემტევ ხაზზე ისაუბრა.

ზაფხულში, კონტემ დიეგო კოშტას ალვარო მორატათი ჩანაცვლება გადაწყვიტა.

"ვფიქრობ, რომ მათ მორატას სახით საკმაოდ კარგი მოთამაშე დაიმატეს.

ესპანელი პრემიერ ლიგას შესანიშნავად შეეწყო.

კოშტა? ვფიქრობ, რომ დიეგო და ალვარო განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. კოშტა ბედნიერი არ იყო და ამიტომ არ შეინარჩუნეს გუნდში.

კონტე ვალდებული იყო შემცვლელი მოეძებნა. კარგი ის იყო, რომ "ჩელსიმ" არ იჩქარა და მშვიდად დაიმატა მორატა", - განაცხადა შევჩენკომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები