ჰოფენჰაიმი-შალკეს მატჩში ბუნდესლიგის რეკორდი დამყარდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰოფენჰაიმი-შალკეს მატჩში ბუნდესლიგის რეკორდი დამყარდა


ჰოფენჰაიმი-შალკეს მატჩში ბუნდესლიგის რეკორდი დამყარდა

დღეს საღამოს, ბუნდესლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, "ჰოფენჰაიმსა" და გელზენკირხენის "შალკეს" შორის, რეკორდი დამყარდა.

გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთმანეთს ორი ყველაზე ახალგზრდა სპეციალისტი დაუპირისპირდა, რომელთა საერთო ასაკი ჯამში მხოლოდ 62 წელი იყო.

"ჰოფენჰაიმის" თავკაცი 30 წლის იულიან ნაგელსმანი გახლავთ, ხოლო "შალკეს" ამ წლის ზაფხულში 32 წლის დომენიკო ტედესკო ჩაუდგა სათავეში. ახალგაზრდა გერმანელმა სპეციალისტებმა სპეციალური სიგელიც მიიღეს.

ჰოფენჰაიმი-შალკეს მატჩში ბუნდესლიგის რეკორდი დამყარდა


ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელების დაპირისპირება ნაგელსმანის გამარჯვებით დასრულდა - "ჰოფენჰაიმმა" შინ 2:0 იმარჯვა და 14 ქულით ბუნდესლიგის ლიდერი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები