სალიჰამიჯიჩმა ულრაიხი დაიცვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სალიჰამიჯიჩმა ულრაიხი დაიცვა


სალიჰამიჯიჩმა ულრაიხი დაიცვა

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი, მიიჩნევს, რომ "ვოლფსბურგთან" თამაშის შემდეგ სვენ ულრაიხის დადანაშაულება არასწორია.

"ული არ უნდა დავადანაშაულოთ, ვინაიდან ეს მთელი გუნდის ბრალია. ჩვენ კარგად არ ვითამაშეთ და თითქოს მონდომება დაგვაკლდა.

ულრაიხის შეცდომას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. საბოლოო შედეგი ჩვენი ასპარეზობის ნაყოფი იყო, "ბაიერნმა" კი სუსტად ითამაშა", - განაცხადა ბოსნიელმა.

"ბაიერნმა" ბუნდესლიგის მე-6 ტურში შინ "მგლებთან" ფრედ 2:2 ითამაშა და პირველი გაშვებული გოლის დროს ულრაიხმა უხეში შეცდომა დაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები