ბალაკი: "ხამესი გენიალური მოთამაშეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბალაკი: "ხამესი გენიალური მოთამაშეა"


ბალაკი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა მიხაელ ბალაკმა, გერმანული კლუბის კოლუმბიელი ლეგიონერი შეაქო.

"ხამესი გენიალური მოთამაშეა, რომელსაც "შალკეს" წინააღმდეგ ტემპის პრობლემა ჰქონდა და უკან ხშირად რჩებოდა, მაგრამ ნელ-ნელა მოუმატებს. ის ტიპიური ათიანია, რომელიც მინდორზე ჩინებულად გადაადგილდება.

ხამესის უპირატესობა ისიც არის, რომ კარლო მას სხვადასხვა პოზიციაზე იყენებდა და მას ფლანგებზე თამაშიც შეუძლია. როდესაც მწვრთნელი სრულ ნდობას გიცხადებს ეს უდავოდ სასიამოვნო მომენტია", - აღნიშნა ბალაკმა.

ხამესმა ბუნდესლიგის სადებიუტო თამაშში ძირითად შემადგენლობაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. გელზენკირხენში "ბაიერნმა" 3:0 იმარჯვა, ხამესმა კი პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები