ნედვედმა კარიერა განაახლა - 45 წლის ფეხბურთელის ახალი კლუბი ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნედვედმა კარიერა განაახლა - 45 წლის ფეხბურთელის ახალი კლუბი ცნობილია


ნედვედმა კარიერა განაახლა - 45 წლის ფეხბურთელის ახალი კლუბი ცნობილია
ლეგენდარული ჩეხი ფეხბურთელი პაველ ნედვედი დიდ ფეხბურთში დაბრუნდა და პროფესიონალური კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ცნობილია, რომ 45 წლის ფეხბურთელი ჩეხურ "სკალნაში" ითამაშებს. იქ, სადაც ამჟამად მისი ვაჟი თამაშობს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით ითამაშებს ნედვედი "სკალნაში" და როდის შედგება მისი დებიუტი.

შეგახსენებთ, რომ ნედვედის დებიუტი სწორედ ამ გუნდში დაიწყო. "სკალნაში" ის 8 წლის განმავლობაში თამაშობდა.

ნედვედმა საფეხბურთო კარიერა 2009 წელს დაასრულა. ბოლოს ის "იუვენტუსის" რიგებში გამოდიოდა.

ნედვედმა კარიერა განაახლა - 45 წლის ფეხბურთელის ახალი კლუბი ცნობილია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები