ანანიძის ტრავმა სერიოზული ჩანს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანანიძის ტრავმა სერიოზული ჩანს


ანანიძის ტრავმა სერიოზული ჩანს

გუშინ რუსეთის ჩემპიონატში ჯანო ანანიძის სპარტაკი შინ დაუხვდა მახაჩყალის ანჟის. ქართველმა ფეხბურთელმა 36-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

სპარტაკელთა მწვრთნელის, მასიმო კარერას სიტყვებით, ჯანოს ტრავმა სერიოზული ჩანს, თუმცა, ზუსტ ინფორმაციას ექიმები დღეს გაავრცელებენ.

გეტყვით რომ, ჯანომ 10 დღის წინ მოირჩინა ტრავმა, რომელიც სანაკრებო მატჩებიდან გაჰყვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები