ბოში: "დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოში: "დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ"


ბოში:

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, პიტერ ბოში, მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით (6:1) ძალიან კმაყოფილია.

"ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე. მეტოქეს გადაბმულად ორი-სამი პასის გაკეთების უფლებასაც არ ვაძლევდით და ჩაჭრაზე ჩინებულად ვმოქმედებდით.

თუმცა დასაწყისში ჩვენც ვუშვებდით შეცდომებს და რომანმა იყოჩაღა. საბოლოო ჯამში კი დორტმუნდელების თამაშის ყურება ძალიან დიდი სიამოვნება იყო.

ვფიქრობ, ეს დასამახსოვრებელი თამაში იყო, რომელმაც გულშემატკივარს დიდი სიხარული მოუტანა", - აღნიშნა ბოშმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია პიტერ ბოში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები