ფენერბაჰჩე-ბეშიქთაშის მატჩში მოედნიდან 5 ფეხბურთელი გააძევეს [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფენერბაჰჩე-ბეშიქთაშის მატჩში მოედნიდან 5 ფეხბურთელი გააძევეს [VIDEO]


ფენერბაჰჩე-ბეშიქთაშის მატჩში მოედნიდან 5 ფეხბურთელი გააძევეს [VIDEO]
თურქეთის ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა, "ფენერბაჰჩესა" და "ბეშიქთაშს" შორის, საკმაოდ უხეში და სკანდალური გამოდგა.

სტამბოლური დერბი "ფენერბაჰჩეს" მინიმალური გამარჯვებით (2:1) დასრულდა, მაგრამ შეხვედრის მთავარი მოქმედი პირი მთავარი მსაჯი ალი პალაბიიკი გამოდგა, რომელმაც მოედნიდან 5 მოთამაშე და სტუმართა მთავარი მწვრთნელი გააძევა.

"ფენერბაჰჩეს" შემადგენლობაში ლუიშ ნეტომ და შეცვლაზე შემოსულმა ისმაილ ქიუბაშიმ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღეს, "ბეშიქთაშის" რიგებში კი მოედნიდან რიკარდო კვარეჟმა, ატიბა ჰატჩინსონი და იოზაკუპი გააძევეს. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა ორი გაფრთხილება მიიღო.

გარდა ამისა, პირველი ტაიმის ბოლოს, როდესაც მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ჯერ კვარეჟმა, ორ წუთში კი ნეტო გააგდო, "ბეშიქთაშის" თავკაცმა, სენოლ გიუნეშმა უკმაყოფილება გამოხატა და მოედნის დატოვება მასაც მოუწია.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები