ნაპოლიმ საკლუბო რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლიმ საკლუბო რეკორდი დაამყარა


ნაპოლიმ საკლუბო რეკორდი დაამყარა
მაურიციო სარის გუნდმა მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო და საკლუბო რეკორდიც დაამყარა.

გუშინ საღამოს, სერია ა-ს მეექვსე ტურში, ნეაპოლურმა კლუბმა სტუმრად "სპალი" ურთულეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

"ნაპოლიმ" ეროვნული ჩემპიონატი 6 მოგებით დაიწყო, რაც აქამდე კლუბის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

ამ მომენტისათვის სერია ა-ს "ნაპოლი" და "იუვენტუსი" 18-18 ქულით ლიდერობენ, მაგრამ პირველ პოზიციაზე სარის გუნდია, რომელსაც ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები