მილიკის დაზიანება სერიოზული არ არის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილიკის დაზიანება სერიოზული არ არის


მილიკის დაზიანება სერიოზული არ არის

"ნაპოლის" ცენტრალური თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი, აცხადებს, რომ მისი დაზიანება არც ისე სერიოზულია.

23 წლის პოლონელმა ფორვარდმა სერია ა-ს მეექვსე ტურის შეხვედრაში, სტუმრად "სპალის" წინააღმდეგ (3:2), მუხლის ტრავმა მიიღო და მინდორი ნაადრევად დატოვა.

თამაშის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მილიკმა მუხლი დაიზიანა და ბოლოს, როდესაც ასეთი სახის ტრავმა მიიღო, 4 თვის გამოტოვება მოუწია, მაგრამ ახლა საქმე ასე რთულად არ არის.

"დაზიანება არც ისე სერიოზულია და წინა ტრავმას არ ჰგავს", - დაამშვიდა ქომაგები მილიკმა, რომელმაც გასული სეზონის დასაწყისში მარცხენა მუხლის ჯვარედინა იოგები დაიზიანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი არკადიუშ მილიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები