მუნიე: "პსჟ მხოლოდ ნეიმარზე არ არის დამოკიდებული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მუნიე: "პსჟ მხოლოდ ნეიმარზე არ არის დამოკიდებული"


მუნიე:

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" განაპირა მცველმა, ტომას მუნიემ თავისი გუნდის ბრაზილიელ მოთამაშეზე, ნეიმარზე ისაუბრა.

"პსჟ მხოლოდ ნეიმარზე არ არის დამოკიდებული. ის გამორჩეული მოთამაშეა, თუმცა თუ ჩვენს თამაშებს უყურებთ, არ უნდა თქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ ნეიმარის კარგი თამაშის ხარჯზე მოვიგეთ.

ჩვენ ბევრი მოთმაშე გვყავს, რომლებსაც ინდივიდუალურად შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა. მათ შორის არის ნეიმარიც", - განაცხადა მუნიემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "პარი სენ-ჟერმენმა" სტუმრად "მონპელიეს" გოლი ვერ გაუტანა და შეხვედრა ფრედ (0:0) დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები