ასენსიო შემდეგ კვირაში კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც მისი გამოსასყიდელი თანხა 500 მილიონი იქნება
თარიღი: სექტემბერი 24, 2017, 13:46
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელებმა გუნდის ახალგაზრდა შემტევთან, მარკო ასენსიოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
AS იტყობინება, რომ მარკო ასენსიო ახალი კონტრაქტის მიხედვით მადრიდულ კლუბშ 2023 წლამდე დარჩება და მისი გამოსასყიდელი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.
გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მადრიდული კლუბი ასენსიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ოფიციალურად შემდეგ კვირაში დაადასტურებს.
ამ სეზონში ესპანელმა მოთამაშემ "რეალის" მაისური 8 მატჩში მოირგო და 4 გოლი გაიტანა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE