ობამეიანგი: "ჩემი და ლევანდოვსკის შეჯიბრი კვლავ დაიწყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ობამეიანგი: "ჩემი და ლევანდოვსკის შეჯიბრი კვლავ დაიწყო"


ობამეიანგი:

დორტმუნდის "ბორუსიის" თავდამსხმელი, პიერ-ემენიკ ობამეიანგი აცხადებს, რომ მასსა და ლევანდოვსკის შორის ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლა კვალვ დაიწყო.

"ჩემსა და ლევანდოვსკის შორის შეჯიბრი კვლავ დაიწტო. ვიცი, რომ ჩემთვის ეს რთული იქნება, თუმცა ეს ისედაც ასეა ხოლმე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ლევანდოვსკის ბევრი გოლები გააქვს, ასე რომ, მე კონცენტრაცია უნდა მოვახდინო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო", - განაცხადა ობამეიანგმა.

როგორც მოგეხსენებათ, "ბორუსიას" გაბონელმა თავდამსხმელმა "მიუნხენგლადბახთან" შეხვედრაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

ამ დროისთვის ლევანდოვსკის 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ობამეიანგს - 8.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები