ტრამპმა ფეხბურთელებს შეუტია: "გაათრიეთ ეს ნაბიჭვარი გუნდიდან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტრამპმა ფეხბურთელებს შეუტია: "გაათრიეთ ეს ნაბიჭვარი გუნდიდან"


ტრამპმა ფეხბურთელებს შეუტია:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებს შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენა.

მთელი რიგი ამერიკელი სპორტსმენები აშშ-ს ჰიმნის დროს ფეხზე არ დგებიან და ამით პროტესტს გამოთქვამენ. ისინი ფიქრობენ, რომ ქვეყნის პირველი პირი რასისტია და რასისტულ დაჯგუფებეს უჭერს მხარს.

ტრამპსაც ყელში ამოუვიდა მათი კრიტიკა და საჯაროდ მსგავსი კომენტარი გააკეთა:

"არ გსურთ, რომ ერთხელ ნახოთ, თუ როგორ ეტყვიან კლუბის მფლობელები იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების დროშას პატივს არ სცემენ, შემდეგ წინადადებას: "გაათრიეთ ეს ნაბი**არი მოთამაშე ახლავე! ის გუნდიდან გაგდებულია", - განაცხადა ტრამპმა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ასევე იხილეთ: ლებრონ ჯეიმსმა დონალდ ტრამპს შეუტია: "ტრა*ო, სტეფ კარიმ უკვე თქვა, რომ არ მოდის"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები